saqarTvelos uReltexilebi - goderZis uReltexili

კოორდინატები 41°37`54` ჩ. გ. 42°30`36` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული ხულოს მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2025 მ
ქედი არსიანის ქედი
გამავალი გზა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა
ამგებელი ქანები ზედაოლიგიცენურ-ქვედამიოცენური ვულკანოგენური წყება
ფლორა სუბალპური მდელოები

 

უღელტეხილი საქართველოში. მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადის ძინძეს სათავეში. სიმაღლე 2025 მ. აგებულია ზედაოლიგიცენურ-ქვედამიოცენური ვულკანოგენური წყებით, რომელიც შეიცავს განამარხებულ ფლორას (ე. წ. გოდერძის წყება). გოდერძის უღელტეხილის კალთები ციცაბო და დანაწევრებულია. შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოებით. გოდერძის უღელტეხილზე გადის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა.

2012 წელს გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დასრულდა. კურორტზე სასტუმროს ტიპის 6 კოტეჯია განთავსებული. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი კი ზღვის დონიდან 2350 მეტრზეა.